ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 25 ივნისი, 2026

ვადა: 2 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) ბაღდათში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და ქალაქ ქუთაისში, რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260037107

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ ბაღდათში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და ქალაქ ქუთაისში რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 02 ივლისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად, (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება -ბაღდათის სტადიონი-პადელი და კორტები;
2. ტექნიკური დავალება - ქუთაისის რაგბის სტადიონი;
3. ტექნიკური დავალება - წყალტუბოს რაგბის სტადიონი;
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
6. რაგბის სტადიონის საფარის სპეციფიკაციები;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ონისმხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და დეფექტური აქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV-45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

13 ივლისი, 2026

ძალაშია

20 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად