გამოქვეყნებულია 2 ივნისი, 2026
ვადა: 9 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ბაღდათში რაგბის სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში რაგბის სტადიონის და ქუთაისში, რაგბის სტადიონის მშენებლობისათვის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260031843
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ბაღდათში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 30.11.32.654) რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, პადელის მოედნებისა და ჩოგბურთის კორტების, სოფელ გუმბრაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 29.09.33.002) რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის და ქალაქ ქუთაისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 03.01.22.794) რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 09 ივნისის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად, (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების
ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო)
ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება -ბაღდათის სტადიონი-პადელი და კორტები;
2. ტექნიკური დავალება - ქუთაისის რაგბის სტადიონი;
3. ტექნიკური დავალება - წყალტუბოს რაგბის სტადიონი;
4. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
5. დანართი N3 - გამოცდილება (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას);
6. რაგბის სტადიონის საფარის სპეციფიკაციები;
გადადით ბმულზე
გაზიარება