ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აპრილი, 2026

ვადა: 15 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა/ფასთა გამოკითხვა - ქ. ქუთაისში მდებარე რაგბის სტადიონ „აიას“ და ქ. თბილისში, ავჭალის და "შევარდენის" რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260021260

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ქუთაისში მდებარე რაგბის სტადიონ „აიას“ (ს/კ 03.05.22.934) და ქ. თბილისში, ავჭალის (ს/კ 01.11.05.027.019) და "შევარდენის" (ს/კ 01.17.11.032.008) რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციის მომსახურების (CPV-77300000) შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.


შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 აპრილის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციების და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2- ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით.


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება - ქ. თბილისში მდებარე „შევარდენი“-ს (ს/კ 01.17.11.032.008) რაგბის
სტადიონის საფარი;
2. ტექნიკური დავალება - ქ. თბილისში მდებარე ავჭალის (ს/კ 01.11.05.027.019) რაგბის
სტადიონის საფარი;
3. ტექნიკური დავალება - ქ. ქუთაისში მდებარე „აიას“ (ს/კ 03.05.22.934) რაგბის №1 (ძირითადი)
სტადიონის საფარი;
4. ტექნიკური დავალება - ქ. ქუთაისში მდებარე „აიას“ (ს/კ 03.05.22.934) №2 და №3 სავარჯიშო
მოედნების რეაბილიტაცია;
5. დანართი N1 - დამატებითი პირობები;
6. დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა;
7. დანართი N3 - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნიმუში;
8. დანართი N4 - საავანსო გარანტიის ნიმუში;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260018200 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს შემდეგ ელექტრონულ ტენდერს: NAT260018214 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

21 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქალაქ ბათუმში მდებარე არსებული სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციისათვის, ახალი შენობების და მოედნების მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build) ქალაქ ბათუმში მდებარე არსებული სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციისათვის, ახალი შენობების და მოედნების მშენებლობისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.

გამოქვეყნებულია

31 აგვისტო, 2026

ძალაშია

7 სექტემბერი, 2026

იხილე სრულად