ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 აპრილი, 2026

ვადა: 14 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - საქართველოს პროკურატურის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის ხანძარქრობის სისტემის მოწყობის, ტერიტორიის კეთილმოწყობის და ტერიტორიაზე არსებული სამარხის კონსერვაციის სამუშაოების (CPV-45200000) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260020976

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს საქართველოს პროკურატურის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული დანაყოფებისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის ხანძარქრობის სისტემის მოწყობის, ტერიტორიის კეთილმოწყობის და ტერიტორიაზე არსებული სამარხის კონსერვაციის სამუშაოების (CPV-45200000) შესყიდვას.

 შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 აპრილის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ დეტალური მოთხოვნების დოკუმენტში გაწერილი ინფორმაციის, ტექნიკური დავალებების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება - შევსებული ხარჯთაღრიცხვის სახით. 

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

 კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე

 დამატებითი დოკუმენტაცია:

 1. დეტალური მოთხოვნები პრეტენდენტისადმი; 

2. ტექნიკური დავალება; 

3. ხარჯთაღრიცხვა;

 4. გეგმა-გრაფიკი; 

5. დეტალური გეგმარებები, კონსტრუქციული ნაწილი და სხვა;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ოფისის სხვადასხვა მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირი N150-ში მდებარე შენობასა და ეზოში განთავსებული ფონდის ბალანსზე რიცხული, მოწყობილობების პერიოდული შემოწმების და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების CPV-50710000 სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივნისი, 2026

ძალაშია

24 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისათვის: მიცუბიში ლ200 და რენო დასტერი - ზაფხულის საბურავების (CPV-34351100) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისათვის: მიცუბიში ლ200 და რენო დასტერი - ზაფხულის საბურავების (CPV-34351100) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივნისი, 2026

ძალაშია

24 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000043 ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

16 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივლისი, 2026

იხილე სრულად