გამოქვეყნებულია 7 აპრილი, 2026
ვადა: 17 აპრილი, 2026
ბაზრის კვლევა - მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260020978
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფელ ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) (CPV-45200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება, რაც გათვალისწინებული იქნება შესყიდვის განხორციელებისათვის გამოცხადებულ ტენდერში.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 აპრილის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციების და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2- ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით და ხელმოწერით დადასტურებული ბაზრის კვლევის ცხრილი.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება;
4. ანოტაცია;
5. ბაღების სპეციფიკაცია;
6. ბაზრის კვლევის ცხრილი;
გადადით ბმულზე
გაზიარება