ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 2 აპრილი, 2026

ვადა: 6 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. გურჯაანში, მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის პროექტირება

რეგისტრაციის ნომერი:MRS260020019

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება.


შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 06 აპრილის 12:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების, არქიტექტურული კონცეფციის და წარმოდგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).


ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
5. არქიტექტურული კონცეფცია;

გადადით ბმულზე

 

 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად