ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 18 ნოემბერი, 2026

ვადა: 3 დეკემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - საოპერაციო დეპოების/ბაზების და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საოპერაციო დეპოების/ბაზების და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება - დანართი N3 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N3 - ფასების ცხრილი;
4. ძირითადი მოთხოვნები;
5. დანართი N4 – პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას). 
გადადით ლინკზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260024484 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

30 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ფასთა კვლევა -აღმოსავლეთ საქართველოს ტერიოტირაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის - Design-Build

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირსშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის (Design-Build) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს, კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის (CPV30200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და საგარანტიო ვადა.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად