ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 5 ნოემბერი, 2026

ვადა: 12 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260067460

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხონის მუნიციპალიტეტში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტ(ებ)ის პერსონალის გამოცდილება.

ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 5 მუნიციპალიტეტში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ მუნიციპალიტეტში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსი გამოცხადდება დამოუკიდებლად.

პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2-ის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: ფაილის - „დანართი N2 - საერთო შესავსები“-ს შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. კონცეფცია;
2. გეგმა-გრაფიკები’
3. გაანგარიშებები;
4. პერსონალის გამოცდილება’
5. ტექნიკური დავალებები;
6. მრავალფუნქციური კომპლექსების ჩამონათვალი’

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260023094 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში, მე-3 ქუჩა №1-ში მიწის ნაკვეთზე (ს/კ 27.13.42.001), 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

5 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

5 ნოემბერი, 2026

ძალაშია

12 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტედერი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260023150 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

5 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად