ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 28 ოქტომბერი, 2026

ვადა: 4 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქ. №15-ში, უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260064664

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქ. №15-ში, სსიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი №43.31.61.617) ნაკვეთზე არსებული უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 25%-ის
ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო
გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ
მიქიაშვილი.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2;
3. სპეციფიკაციები;
4. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები;
5. ძირითადი მოთხოვნები

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რებილიტიცია (სექტორი 6, 7 და 8)

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რეაბილიტიციის (სექტორი 6, 7 და 8) განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია

30 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

1 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

29 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხონის მუნიციპალიტეტში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

29 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

5 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად