გამოქვეყნებულია 19 ოქტომბერი, 2026
ვადა: 20 ნოემბერი, 2026
ტენდერი - დაბა ფასანაურში სახლების ფასადების რესტავრაციისათვის, ბულვარისა და გზის, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის, საავადმყოფო შენობის რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:NAT260021755
გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2026 წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რესტავრაციისათვის, ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისსათვის, არსებული სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის, ასევე საავადმყოფო შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ, მიმაგრებული ფაილი და შესყიდვის ბმული
გაზიარება