გამოქვეყნებულია 9 ოქტომბერი, 2026
ვადა: 13 ოქტომბერი, 2026
მცხეთის რაიონში, სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მცხეთის რაიონში, სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლის (ს/კ: 72.03.18.014) სარეაბილიტაციო სამუშაოების, (სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის N001428426 და რეკომენდაციების: N5006097626 და N5006204126 მითითებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით) (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ, დეფექტური აქტით განსაზღვრულ სამუშაოებზე, და ამავე აქტში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საბაზრო ფასის შესაბამისად განფასებული ხარჯთაღრიცხვა. დანართი N2-ით მოთხოვნილი:
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ფინანსური შესაძლებლობების დამადასტურებლად მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დანართი N4 -ის შესაბამისად მიმდინარე ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა N001428426;
2. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული
რეკომენდაცია N5006097626;
3. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული
რეკომენდაცია N5006204126;
4. დეფექტური აქტი;
5. დანართი N2 - გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები;
6. დანართი N3 - ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნიმუში;
7. დანართი N4 - მიმდინარე ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
8. საინფორმაციო ბარათი;
გადადით ლინკზე
გაზიარება