ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 სექტემბერი, 2026

ვადა: 16 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ვიდეო კამერების, ლინზებისა და მეხსიერების ბარათების (CPV32333200) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260053095

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ვიდეო კამერების, ლინზებისა და მეხსიერების ბარათების (CPV32333200) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის
სავარაუდო ღირებულება და შესყიდვის ობიექტების საგარანტიო ვადები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი და ოფიციალური მწარმოებლის პროდუქტი, რომელსაც ექნება სერიული ნომერი მწარმოებლის დასადასტურებლად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N2 - ფასების ცხრილი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

15 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021002 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად