ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 სექტემბერი, 2026

ვადა: 14 სექტემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - მარტვილში და ოზურგეთში დიდი ზომის, ხოლო ჭიათურაში მცირე ზომის, ხელოვნურსაფარიანი რაგბის (ტიპიური პროექტის მორგებით) მოედნების პროექტირება/მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მარტვილში (ს/კ:41.07.35.1140) და ოზურგეთში (ს/კ: 26.26.36.053) დიდი ზომის, ხოლო ჭიათურაში (ს/კ: 38.10.45.145 და 38.10.45.012) მცირე ზომის, ხელოვნურსაფარიანი რაგბის (ტიპიური პროექტის მორგებით) მოედნების DesignBuild - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - სპეციფიკაციები;
3. ბიუჯეტი/ფასის ცხრილი;
4. დიდი ზომის მოედნისთვის არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი და საინჟინრო გადაწყვეტა;
5. მცირე ზომის მოედნისთვის არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი და საინჟინრო გადაწყვეტა;
6. სქემატური ნახაზები;
7. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
მადლობა თანამშრომლობისთვის.

გადადით ლინკზე 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

15 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021002 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცენტრალური გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის (მეორე ეტაპის) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად