ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 7 აგვისტო, 2026

ვადა: 14 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა -თელავში „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავში  „ზუზუმბოს“ პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების  (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ  ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით  წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: 

დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული). 

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. 

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 -  ზურაბ მიქიაშვილი. 

დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. კონცეფცია; 

2. გეგმა-გრაფიკი; 

3. გაანგარიშება; 

4. დანართი N1 - ტექნიკური დავალება; 

5. დანართი N2 - ფასების ცხრილი;

6. დანართი N3 - გამოცდილება;

გადადით ლინკზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260016627 ქალაქ ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

8 აგვისტო, 2026

ძალაშია

31 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის ხელის ხელსაწყოები: ლაზერული მანძილმზომი, საზომი რულეტი, კერნის ამომჭრელი, შტანგელ ფარგალი, შმიდტის ჩაქუჩი, გონიო, სიბრტყის საზომი და თარაზო

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება- მშენებლობის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ორ-მოედნიანი რაგბის ტექნიკური ცენტრების Design-Build - პროექტირება მშენებლობის (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 აგვისტო, 2026

ძალაშია

14 აგვისტო, 2026

იხილე სრულად