გამოქვეყნებულია 31 ივლისი, 2026
ვადა: 7 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - მთარგმნელობითი მომსახურების (CPV-79530000) შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260044969
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ფონდის ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში, მთარგმნელობითი მომსახურების (CPV-79530000) შესყიდვას 2026 წლის განმავლობაში.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს პრეისკურანტის ზღვრული ფასები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 07 აგვისტოს 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება განფასებული პრეისკურანტის (შემოთავაზებული ფასები) PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით.
დანართები: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი პრეისკურანტი.
გადადით ბმულზე
გაზიარება