გამოქვეყნებულია 24 ივლისი, 2026
ვადა: 7 აგვისტო, 2026
ბაზრის კვლევა - როტორული თოვლსაბერი და ბალახის საჭრელი სპეციალიზებული მანქანების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260043377
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს როტორული თოვლსაბერი და ბალახის საჭრელი სპეციალიზებული მანქანების სახელმწიფო (CPV-43310000, 43313000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის:
1.სავარაუდო ღირებულება;
2.მიწოდების ვადა (როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ასევე წუნის არსებობის შემთხვევაში ახლით ჩანაცვლების);
3.რა რაოდენობის (ცალი) ტექნიკა აქვს მიწოდებული პრეტენდენტს ან/და მწარმოებელ ქარხანას ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით) და დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.
ამასთან, დასაშვებია წარმოდგენილ იქნას შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ლოტზე.
შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებული იქნას წინასწარი ანგარიშწორება (ავან) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასსიწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად განხილულ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული შეთავაზებები/შენიშვნები/რეკომენდაციები, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი წინადადებები/პოზიციები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი
დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით);
2.დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები);
3.სატენდერო მოთხოვნები;
გადადით ბმულზე
გაზიარება