გამოქვეყნებულია 15 ივნისი, 2026
ვადა: 22 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260034584
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის (ს/კ73.09.25.355) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტების მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვა.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 ივნისის 15:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 -ბაზრის კვლევის ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები
3. დანართი N1 - სამუშაოთა ჩამონათვალი;
4. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
გადადით ბმულზე
გაზიარება