ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ივნისი, 2026

ვადა: 17 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260033628

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ.აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.


მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივნისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით).


წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000048 ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა (ეროვნული კატეგორიის, ძეგლი სტატუსის მქონე) და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

22 ივნისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ახალციხეში მდებარე საფეხბურთო სტადიონის არსებული ტრიბუნების რეკონსტრუქცია/ახლის მშენებლობის პროექტირება-მშენებლობა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ახალციხეში მდებარე საფეხბურთო სტადიონის არსებული ტრიბუნების რეკონსტრუქცია/ახლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

19 ივნისი, 2026

ძალაშია

25 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად