ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ივნისი, 2026

ვადა: 17 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, პროექტირების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260033620

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.14.03.006.008) სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.


მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივნისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით).


წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დოკუმენტაცია ;
2. დანართი N1 - საპროექტო არეალი;
3. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
4. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება;
5. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV-71421000 - მომსახურებები გამწვანების სფეროში).

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

27 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად