გამოქვეყნებულია 9 ივნისი, 2026
ვადა: 16 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირების შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260033244
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ძირითადი პერსონალის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ივნისის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების, მოედნის სპეციფიკაციებისა და თანდართული დოკუმენტაციის გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება:
ბაზრის კვლევის ცხრილის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - მოედნის სპეციფიკაციები;
3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;
4. ბაზრის კვლევის ცხრილი;
5. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
გადადით ბმულზე
გაზიარება