გამოქვეყნებულია 9 ივნისი, 2026
ვადა: 16 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260033222
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პოტენციური მიმწოდებლის/პრეტენდენტის ზოგადი გამოცდილება.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის
ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ივნისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება ხარჯთაღრიცხვის ცხრილის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. დანართი N1 - სპეციფიკაციები;
3. დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა;
4. დანართი N3 - გამოცდილება (რაც მოთხოვნილი იქნება სატენდერო პროცედურებისას);
5. ლოკაციების ჩამონათვალი;
გადადით ბმულზე
გაზიარება