გამოქვეყნებულია 1 ივნისი, 2026
ვადა: 8 ივნისი, 2026
ბაზრის კვლევა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოვლა-პატრონობისა და ენერგოეფექტურობის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სატრენინგო მომსახურების შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260031416
ინფორმაცია ბაზრის კვლევის შესახებ:
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს პროექტის „თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა“ ფარგლებში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოვლა-პატრონობისა და ენერგოეფექტურობის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სატრენინგო მომსახურება (CPV- 80500000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 08 ივნისის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ფასის ცხრილის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დოკუმენტაცია;
2. TERMS OF REFERENCE;
3. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
მადლობა თანამშრომლობისთვის.
გადადით ბმულზე
გაზიარება