გამოქვეყნებულია 25 აპრილი, 2026
ვადა: 1 მაისი, 2026
ბაზრის კვლევა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების მომსახურება
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის (ს/კ 46.04.32.006) საინჟინროგეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71300000) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 01 მაისის 15:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2-ფასების ცხრილის მიხედვით და დანართი N3-ით მოთხოვნილი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე დამატებითი დოკუმენტაცია: 1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია; 2. დანართი N2 - ფასების ცხრილი; 3. დანართი N3 - გამოცდილების შესახებ მოთხოვნები;
https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=43513&lang=ge
გაზიარება