ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 30 დეკემბერი, 2025

ვადა: 16 იანვარი, 2026

ბაზრის კვლევა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდაში საბავშო ბაღის პროექტირება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდაში ს.კ. N27.16.50.879 არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდაში ს.კ. N27.16.50.879 არანაკლებ 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

 

დანართები:

 

1. ბაზრის კვლევის ცხრილი;

2. ტექნიკური დავალება;

3. დანართი N2 - მასალათა სპეციფიკაციები; 

tenders.procurement.gov.ge/public/


სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000095 ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

12 ნოემბერი, 2026

ძალაშია

13 იანვარი, 2027

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა- თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

12 ნოემბერი, 2026

ძალაშია

18 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ფონდის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების (CPV-50112300) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

11 ნოემბერი, 2026

ძალაშია

18 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად