ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ოქტომბერი, 2025

ვადა: 10 ოქტომბერი, 2025

ბაზრის კვლევა - 350 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღ(ებ)ის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 13 ოქტომბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5386

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ესაჭიროება, არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის (ს/კ 35.04.46.004) საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში (ს/კ 35.01.45.011) მდებარე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად