ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - 2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.  

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოსიწარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .   

დანართები: 

  1. ტექნიკური დავალება;
  2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5004

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ოფისის სხვადასხვა მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირი N150-ში მდებარე შენობასა და ეზოში განთავსებული ფონდის ბალანსზე რიცხული, მოწყობილობების პერიოდული შემოწმების და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების CPV-50710000 სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივნისი, 2026

ძალაშია

24 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისათვის: მიცუბიში ლ200 და რენო დასტერი - ზაფხულის საბურავების (CPV-34351100) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისათვის: მიცუბიში ლ200 და რენო დასტერი - ზაფხულის საბურავების (CPV-34351100) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივნისი, 2026

ძალაშია

24 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000043 ქალაქ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #4-ში, არსებული საცხოვრებელი შენობის „მაგნოლიას“ სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

16 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივლისი, 2026

იხილე სრულად