ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურში ორი პარკის მოწყობის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. ამბროლაურში ორი პარკის მოწყობის (პარკი ს/კ: 86.19.27.199 და 86.19.27.149 და პარკი ს/კ: 86.19.23.195, 86.19.23.196 და 86.19.23.034) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. ამბროლაურში ორი პარკის მოწყობის (პარკი ს/კ: 86.19.27.199 და 86.19.27.149 და პარკი ს/კ: 86.19.23.195, 86.19.23.196 და 86.19.23.034) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 11 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/4836

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს 2027 წლის განმავლობაში, ფონდის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო (როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ) საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV64100000 - საფოსტო და საკურიერო მომსახურებები). შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.

გამოქვეყნებულია

6 ნოემბერი, 2026

ძალაშია

13 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260023094 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში, მე-3 ქუჩა №1-ში მიწის ნაკვეთზე (ს/კ 27.13.42.001), 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

5 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

5 ნოემბერი, 2026

ძალაშია

12 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად