ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 20 ნოემბერი, 2026

ვადა: 26 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის (ს/კ 35.04.46.004) საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში (ს/კ 35.01.45.011) მდებარე საბავშვო ბაღის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების  (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით  წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული). 

ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუმცა პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ საბავშვო ბაღზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი დამოუკიდებლად. 

პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2 - ფასების ცხრილის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი ან ორივე შესყიდვის ობიექტი.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:  574053535 - ზურაბ მიქიაშვილი. 

დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. ტექნიკური დავალებები; 

2. კალკულაცია 

3. პრეისკურანტი 

4. დანართი N1 - სპეციფიკაციები 

5. დანართი N2 - ფასების ცხრილი; 

6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას); 

7. ექსპერტიზის დასკვნები 

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ესაჭიროება, არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად