ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 16 ნოემბერი, 2026

ვადა: 24 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების Design–Build მეთოდით სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში, მე-19 ქუჩა, N1-ში (ს.კ. 20.34.02.018) მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების Design–Build მეთოდით (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ

ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. პრეისკურანტი;
4. კალკულაცია;
5. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
6. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
7. ექსპერტიზის დასკვნა N004803326. 
 

გადადით ლინკზე 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260024484 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

30 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ფასთა კვლევა -აღმოსავლეთ საქართველოს ტერიოტირაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის - Design-Build

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირსშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის (Design-Build) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს, კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის (CPV30200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და საგარანტიო ვადა.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად