გამოქვეყნებულია 6 ნოემბერი, 2026
ვადა: 13 ნოემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს 2027 წლის განმავლობაში, ფონდის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო (როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ) საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV64100000 - საფოსტო და საკურიერო მომსახურებები).
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2027 წლის 01 იანვრიდან) - 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ფასების ცხრილი;
2. ტექნიკური დავალება
გადადით ლინკზე
გაზიარება