ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 3 ნოემბერი, 2026

ვადა: 10 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ქალაქ ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის ფლიგელის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება/მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260066641

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ86.19.27.141) ფლიგელის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება/მომზადება და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. პრეისკურანტი;
4. კალკულაცია;
5. კონსტრუქციული ნაწილი და სხვა თანხმლები სპეციფიკაციები;
6. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
7. დანართი N3 - გამოცდილება (რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ძიუდოს დარბაზის (ს/კ 66.46.15.551.627) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს - NAT260022935 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ძიუდოს დარბაზის (ს/კ 66.46.15.551.627) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

3 ნოემბერი, 2026

ძალაშია

25 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რებილიტიცია (სექტორი 6, 7 და 8)

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რეაბილიტიციის (სექტორი 6, 7 და 8) განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია

30 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

1 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დაბა ადიგენში 300 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს დაბა ადიგენში 300 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

30 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

6 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად