ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 30 ოქტომბერი, 2026

ვადა: 6 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - დაბა ადიგენში 300 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260065747

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს დაბა ადიგენში 300 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტ(ებ)ის პერსონალის გამოცდილება.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: ფაილის - „დანართი N2 - გაანგარიშება“ შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. კონცეფცია;
2. დანართი N3 - გეგმა-გრაფიკი;
3. დანართი N2 - გაანგარიშება;
4. პერსონალის გამოცდილება;
5. დანართი N1- ტექნიკური დავალება;
6. მრავალფუნქციური კომპლექსების ჩამონათვალი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რებილიტიცია (სექტორი 6, 7 და 8)

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ პროგრამის განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რეაბილიტიციის (სექტორი 6, 7 და 8) განსახორციელებლად.

გამოქვეყნებულია

30 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

1 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ 206074193) ესაჭიროება, სხვადასხვა სახის სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის - ხელის ხელსაწყოების (CPV44500000) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

29 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

2 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხონის მუნიციპალიტეტში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

29 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

5 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად