გამოქვეყნებულია 29 ოქტომბერი, 2026
ვადა: 5 ნოემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260065401
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხონის მუნიციპალიტეტში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 250-250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტ(ებ)ის პერსონალის გამოცდილება.
ბაზრის კვლევა გამოცხადებულია 5 მუნიციპალიტეტში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თითოეულ მუნიციპალიტეტში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსი გამოცხადდება დამოუკიდებლად.
პოტენციური მიმწოდებელი არ არის ვალდებული განაფასოს დანართი N2-ის ყველა პოზიცია, პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია განაფასოს მისთვის საინტერესო ერთი, რამდენიმე ან ყველა შესყიდვის ობიექტი.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: ფაილის - „დანართი N2 - საერთო შესავსები“-ს შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. კონცეფცია;
2. გეგმა-გრაფიკები’
3. გაანგარიშებები;
4. პერსონალის გამოცდილება’
5. ტექნიკური დავალებები;
6. მრავალფუნქციური კომპლექსების ჩამონათვალი’
გადადით ბმულზე
გაზიარება