გამოქვეყნებულია 27 ოქტომბერი, 2026
ვადა: 3 ნოემბერი, 2026
ბაზრის კვლევა - კორპორატიული ელექტრონული ფოსტისა და კოლაბორაციის ღრუბლოვანი პლატფორმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260064360
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს კორპორატიული ელექტრონული ფოსტისა და კოლაბორაციის ღრუბლოვანი პლატფორმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (72412000 - ელექტრონული ფოსტის მომსახურებების პროვაიდერები)
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი ;
გადადით ბმულზე
გაზიარება