ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 26 ოქტომბერი, 2026

ვადა: 2 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის (Design-Build) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260063844

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის (Design-Build) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდეტის ზოგადი გამოცდილება.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ ტექნიკური დავალების და წარმოდგენილი მასალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება - დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577140858 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. სავარაუდო ლოკაციები - აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე;
4. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება
მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის (ს/კ 35.04.46.004) საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში (ს/კ 35.01.45.011) მდებარე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

13 ნოემბერი, 2026

ძალაშია

17 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 2027 წლის განმავლობაში, ოპტიკური ინტერნეტისა და ვებ-ჰოსტინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (საფოსტო და საკურიერო მომსახურებები)

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს 2027 წლის განმავლობაში, ოპტიკური ინტერნეტისა და ვებ-ჰოსტინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV-64100000 - საფოსტო და საკურიერო მომსახურებები).

გამოქვეყნებულია

13 ნოემბერი, 2026

ძალაშია

20 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის (საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2026 წლის 13 ნოემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი - სამშენებლო ხარისხის მონიტორინგის ინვენტარის (საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების_CPV-38343000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

13 ნოემბერი, 2026

ძალაშია

25 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად