ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 26 ოქტომბერი, 2026

ვადა: 2 ნოემბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოცხნარაში ადგილობრივი ნაწარმის და კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260063822

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოცხნარაში (ს/კ 69.10.54.725; 69.10.54.726) ადგილობრივი ნაწარმის და კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება.

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის ფასის ცხრილის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 -
ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. ბიუჯეტის გაანგარიშება;
4. გეგმა-გრაფიკი;
5. ტერიტორიის განვითარების კოცეფცია;
6. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება (რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული მომსახურების
შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ესაჭიროება, არაგაზირებული მინერალური წყლისა და ერთჯერადი მუყაოს ჭიქების (CPV15981000 და CPV 39222120) შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში მდებარე საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარეკის (ს/კ 35.04.46.004) საბავშვო ბაღისა და ქალაქი საჩხერის, თამარ მეფს ქუჩა N1-ში (ს/კ 35.01.45.011) მდებარე საბავშვო ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად