ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 23 ოქტომბერი, 2026

ვადა: 30 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვა, მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟით

რეგისტრაციის ნომერი:MRS260063491

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს პადელის კორტების სახელმწიფო შესყიდვას თანმდევი მიწოდებისა და მონტაჟის გათვალისწინებით. (CPV-37452720)

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის/საქონლის მწარმოებლის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილისა და პრეტენდენტის/საქონლის მწარმოებლის გამოცდილების დანართი N3-ის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვის ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, შემსყიდველის მიერ მიცემული კონკრეტული წერილობითი დავალებით (შეკვეთით) განსაზღვრული საქონლის საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი ;
3. დანართი N3 - გამოცდილების შესახებ.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000095 ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

12 ნოემბერი, 2026

ძალაშია

13 იანვარი, 2027

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა- თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თანამშრომლებისთვის სამშენებლო მიმართულებით პროექტების მართვის თემებზე პროფესიული გადამზადების/ტრენინგის მომსახურების (CPV- 80500000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

12 ნოემბერი, 2026

ძალაშია

18 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ფონდის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების (CPV-50112300) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

11 ნოემბერი, 2026

ძალაშია

18 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად