გამოქვეყნებულია 16 ოქტომბერი, 2026
ვადა: 20 ოქტომბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. გორში საფეხბურთო ბაზა-აკადემიის მშენებლობისთვის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260060816
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. გორში საფეხბურთო ბაზა-აკადემიის მშენებლობისთვის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2;
3. სპეციფიკაციები;
4. ჰიბრიდული ბალახის საფარის ტიპური პროექტი;
5. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები;
6. დანართი N4;
გადადით ბმულზე
გაზიარება