ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 15 ოქტომბერი, 2026

ვადა: 22 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260061269

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

დანართების სახით წარმოდგენილია არსებული საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის დამუშავება და გათვალისწინება უნდა განხორციელდეს ახალი/კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, არსებული საპროექტო დოკუმენტაციის სათანადო კორექტირების ვალდებულების გათვალისწინებით.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ
მიქიაშვილი.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
3. სპეციფიკაციები
4. კალკულაცია
5. პრეისკურანტი
6. არსებული საპროექტო დოკუმენტაცია
7. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება
მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
მადლობა თანამშრომლობისთვის.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - დაბა ფასანაურში სახლების ფასადების რესტავრაციისათვის, ბულვარისა და გზის, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის, საავადმყოფო შენობის რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2026 წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რესტავრაციისათვის, ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისსათვის, არსებული სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის, ასევე საავადმყოფო შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

19 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

20 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. გორში საფეხბურთო ბაზა-აკადემიის მშენებლობისთვის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. გორში საფეხბურთო ბაზა-აკადემიის მშენებლობისთვის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

20 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთიხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

15 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

22 ოქტომბერი, 2026

იხილე სრულად