გამოქვეყნებულია 15 ოქტომბერი, 2026
ვადა: 22 ოქტომბერი, 2026
ბაზრის კვლევა ბაზრის კვლევა - ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260061265
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის (ს/კ 86.19.27.141) დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.
შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს
20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების
უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. სპეციფიკაციები;
3. პრეისკურანტი;
4. კალკულაცია;
5. კონსტრუქციული ნაწილი და სხვა თანხმლები სპეციფიკაციები;
6. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
7. დანართი N3 - გამოცდილება (რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის
გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს
დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).;
გადადით ბმულზე
გაზიარება