ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 8 ოქტომბერი, 2026

ვადა: 15 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260059776

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული). დანართების სახით წარმოდგენილია არსებული საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის დამუშავება და გათვალისწინება უნდა განხორციელდეს ახალი/კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, არსებული საპროექტო დოკუმენტაციის სათანადო კორექტირების ვალდებულების გათვალისწინებით.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
3. სპეციფიკაციები
4. კალკულაცია
5. პრეისკურანტი
6. არსებული საპროექტო დოკუმენტაცია
7. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება
მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
მადლობა თანამშრომლობისთვის.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ელექტრო ქსელთან დაკავშირებული PV სისტემის დაყენების მიზნით დანადგარის შესყიდვა, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში: #36, #85, #114 და #123

საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ელექტრო ქსელთან დაკავშირებული PV სისტემის დაყენების მიზნით დანადგარის შესყიდვა, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში: #36, #85, #114 და #123.

გამოქვეყნებულია

9 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ელექტრო ქსელთან დაკავშირებული PV სისტემის დაყენების მიზნით დანადგარის შესყიდვა, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება თბილისის სამ საჯარო სკოლაში: #43, #62 და #76

საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ელექტრო ქსელთან დაკავშირებული PV სისტემის დაყენების მიზნით დანადგარის შესყიდვა, მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება თბილისის სამ საჯარო სკოლაში: #43, #62 და #76.

გამოქვეყნებულია

9 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

9 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

სოფელ დუისის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს - NAT260021283 სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის (ს/კ 50.06.31.120) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

9 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

12 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად