გამოქვეყნებულია 7 ოქტომბერი, 2026
ვადა: 13 ოქტომბერი, 2026
ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა
რეგისტრაციის ნომერი:MRS260059027
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისის არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის, საფეხმავლო ხიდისა და ურბანული დიზაინის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ურბანული დიზაინის, ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტისა და მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის პროექტის მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით და შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადების რეაბილიტაციის ესკიზური პროექტის მომსახურების I, II, III და IV ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).
წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. კონცეფცია;
2. გეგმა-გრაფიკი - ეტაპები;
3. ბიუჯეტი - განსაფასებელი;
4. პერსონალის გამოცდილება
5. ტექნიკური დავალება;
6. დანართი N1.1 - ურბანული დიზაინი, ქუჩებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
7. დანართი N1.2 - მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის პროექტირება;
8. დანართი N1.3 - შენობა-ნაგებობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
9. რეაბილიტაციის ესკიზური პროექტი;
10. დანართი N1.4 - დრონის ფოტოები
გადადით ბმულზე
გაზიარება