ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 30 სექტემბერი, 2026

ვადა: 7 ოქტომბერი, 2026

ბაზრის კვლევა - ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260057873

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ერთ ლოტად ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლისა და ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასების ცხრილის შესაბამისად (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 574053535 - ზურაბ მიქიაშვილი.
დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასების ცხრილი;
3. კალკულაცია
4. პრეისკურანტი
5. ექსპერტიზის დასკვნები
6. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება და ფინანსური მდგრადობა რაც იქნება
მოთხოვნილი აღნიშნული შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას).
მადლობა თანამშრომლობისთვის.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021449 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

13 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

4 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000090 ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა (ეროვნული კატეგორიის, ძეგლი სტატუსის მქონე) და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

14 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ტექნიკური დავალების დანართი N1-ით განსაზღვრულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად