ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 28 სექტემბერი, 2026

ვადა: 6 ნოემბერი, 2026

ტენდერი - ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია - წინასაკვალიფიკაციო შერჩევა საქართველოს 10 სკოლის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოებისთვის (I კლასტერი - 5 ლოტი)“

რეგისტრაციის ნომერი:ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323;

ქვეყანა: საქართველო;

წინადადების წარმოდგენის ვადა: 6 ნოემბერი, 2026;

სათაური: „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (I კლასტერი - 5 ლოტი)“

ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 514323;

პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში;

შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;

მოკლე აღწერა:

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) დაფინანსება მიიღო KfW განვითარების ბანკისგან და აღნიშნული დაფინანსების ნაწილის გამოყენებას გეგმავს „ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში“ პროგრამის ფარგლებში წინასაკვალიფიკაციო შერჩევას „საქართველოს მასშტაბით 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების (I კლასტერი - 5 ლოტი)“ განსახორციელებლად. პროექტის მთავარი მიზანია შერჩეულ საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და მომხმარებელთათვის კომფორტული პირობების გაუმჯობესება. 

საერთაშორისო წინასაკვალიფიკაციო შერჩევა გამოცხადებულია ქვემოთ მოცემულ ბმულზე და პრევალიფიკაციის განხცადება ხელმისაწვდომია GTAI პლადფორმაზე დარეგისტრირებული პრეტენდენტებისთვის:

https://www.gtai.de/en/trade/georgia/tenders/construction-of-educational-facilities-energy-efficiency-programme--2028720

დაინტერესებულ პრეტენდენტებს წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის სრული პაკეტის ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში, ელექტრონულად და უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ www.exfitender.de პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ.

სატენდერო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით exficon GmbH პლადფორმაზე. სატენდერო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 6 ნოემბერი, 16:00 საათი (საქართველოს ადგილობრივი დროით).

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260021449 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

13 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

4 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000090 ქ. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა (ეროვნული კატეგორიის, ძეგლი სტატუსის მქონე) და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

14 დეკემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ტექნიკური დავალების დანართი N1-ით განსაზღვრულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (აღმოსავლეთ საქართველო) შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია

12 ოქტომბერი, 2026

ძალაშია

13 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად