ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 3 აგვისტო, 2026

ვადა: 14 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260045077

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავის ვაჟა ფშაველას
სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის
დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების
(CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო
ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე,
სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი
(საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს MRS მოდულში
მითითებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალებების
მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად
(ელექტრონულად დადასტურებული).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.
დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები -პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება და ფიანსური
მდგრადობა;
4. დანართი N4 - ბიუჯეტის გაანგარიშება;
5. დანართი N5 - სპეციფიკაციები;
6. გეგმა გრაფიკი
7. გთხოვთ, საპროექტო დოკუმენტაცია და სხვა სპეციფიკაციები იხილოთ ბმულზე

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 50 ერთეული ნეიტრალური ნათების, E-27 ძირით LED ნათურების და 50 ერთეული თბილი ნათების, E-27 ძირით LED ნათურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ესაჭიროება ნათურების: 50 ერთეული ნეიტრალური ნათების, E-27 ძირით LED ნათურების (15 ვატის - 3500k - 4500k) და 50 ერთეული თბილი ნათების, E-27 ძირით LED ნათურების (14 ვატის, 2700k-3000k) (CPV-31531000) შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

3 აგვისტო, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (დ. აღმაშენებლის გამზ. N150) შვიდი ერთეული პატარა/მცირე ზომის მაცივრის (CPV39711130) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (დ. აღმაშენებლის გამზ. N150) შვიდი ერთეული პატარა/მცირე ზომის მაცივრის (CPV39711130) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

3 აგვისტო, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად