ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 24 ივლისი, 2026

ვადა: 7 აგვისტო, 2026

ბაზრის კვლევა - კომბინირებული საგზაო მანქანების 6x4 და 4x4 თვლებზე სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260043375

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს კომბინირებული საგზაო მანქანების 6x4 და 4x4 თვლებზე სახელმწიფო (CPV-43313100) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის:

1.სავარაუდო ღირებულება;
2.მიწოდების ვადა (როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ასევე წუნის არსებობის შემთხვევაში ახლით ჩანაცვლების);
3.რა რაოდენობის (ცალი) ტექნიკა აქვს მიწოდებული პრეტენდენტს ან/და მწარმოებელ ქარხანას ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება/შემოთავაზება: დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით) და დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.

ამასთან, დასაშვებია წარმოდგენილ იქნას შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ლოტზე.

შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებული იქნას წინასწარი ანგარიშწორება (ავანსი) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად განხილულ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული შეთავაზებები/შენიშვნები/რეკომენდაციები, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი წინადადებები/პოზიციები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:
1.დანართი N1 – N2 – N3 ცხრილის (განსაფასებელი შემაჯამებელი ცხრილი, ლოტების მიხედვით);
2.დანართი N4 – (შემოთავაზებული ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები);
3.სატენდერო მოთხოვნები;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - როტორული თოვლსაბერი და ბალახის საჭრელი სპეციალიზებული მანქანების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს როტორული თოვლსაბერი და ბალახის საჭრელი სპეციალიზებული მანქანების სახელმწიფო (CPV-43310000, 43313000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივლისი, 2026

ძალაშია

7 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ავტოგრეიდერის, პნევმოთვლიანი ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველის, ბულდოზერის, ექსკავატორი მუხლუხას, ექსკავატორის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ავტოგრეიდერის, პნევმოთვლიანი ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველის, ბულდოზერის, ექსკავატორი მუხლუხას, ექსკავატორის სახელმწიფო (CPV-43211000,43220000,43262000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივლისი, 2026

ძალაშია

7 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - პიკაპის ტიპის სპეციალური ავტომანქანებისა და მობილური სახელოსნოს / Service Van სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს პიკაპის ტიპის სპეციალური ავტომანქანებისა და მობილური სახელოსნოს / Service Van სახელმწიფო (CPV-34131000, 34114400) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივლისი, 2026

ძალაშია

7 აგვისტო, 2026

იხილე სრულად