ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 16 ივლისი, 2026

ვადა: 23 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - სოფელ ლედარსალეში საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260041410

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლედარსალეში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 ივლისის 14:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად.

მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე), შემსყიდველთან შეთანხმებით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. ტექნიკური დავალება;
2. ზოგადი სპეციფიკაციები
3. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
4. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);
5. დეტალური დოკუმენტაცია: საბავშვო ბაღის გათბობა და ვენტილაცია, ეფექტურობის
დეკლარაცია, წყალ-კანალიზაცია, ბაღის არქიტექტურა, ელექტროობა, კონსტრუქციები და
სუსტი დენები.

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სოფელ იანეულში და სოფელ მამათში საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ივლისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სოფლებში - საქობო,ზემო გურგენიანი და სოფელი შაქრიანი - საბავშვო ბაღისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოსა და სოფელ ზემო გურგენიანში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში - 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

16 ივლისი, 2026

ძალაშია

23 ივლისი, 2026

იხილე სრულად