ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 7 ივლისი, 2026

ვადა: 14 ივლისი, 2026

ბაზრის კვლევა - ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე, წერეთლის სახელობის მაღაროს, მუზეუმის მშენებლობის პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260039394

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე, წერეთლის სახელობის მაღაროს, მუზეუმის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო (CPV-71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების  I, II და III ეტაპის  ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 ივლისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 

574 47 50 05 - ლაშა იმერლიშვილი

დამატებითი დოკუმენტაცია:

  1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია ;

  2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;

  3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება;

  4. არქიტექტურული კონცეფცია;

  5. გაანგარიშება.

    გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT260024484 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

30 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ფასთა კვლევა -აღმოსავლეთ საქართველოს ტერიოტირაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის - Design-Build

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირსშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის (Design-Build) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

27 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ206074193) გეგმავს, კომპიუტერული აქსესუარების მაუსებისა და კლავიატურის (CPV30200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და საგარანტიო ვადა.

გამოქვეყნებულია

19 ნოემბერი, 2026

ძალაშია

26 ნოემბერი, 2026

იხილე სრულად