ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 19 ივნისი, 2026

ვადა: 26 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქალაქ დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N84-ში მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260035768

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N84-ში მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ივნისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2 - ფასის ცხრილის შესაბამისად, (ელექტრონულად დადასტურებული).

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო
ნათენაძე.

დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ფასის ცხრილი;
3. დანართი N3 - სატენდერო მოთხოვნები - გამოცდილება, ფინანსური ნაწილის შესახებ
ინფორმაცია და საგარანტიო პერიოდი (რაც მოთხოვნილი იქნება ტენდერისას და მიმდინარე
კვლევის ფარგლებში არ საჭიროებს დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენას);

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ზემო სვანეთში, დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად