ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 16 ივნისი, 2026

ვადა: 23 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260034903

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში, ჩაიკოვსკის ქ. N9-ში მდებარე, N42-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 23 ივნისის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით).

 წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. 

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

 დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;

 2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;

 3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება, (რაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში);

 4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესყიდვა

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს.კ: 206074193) ელ. ტენდერის საშუალებით გეგმავს 2026 წლისთვის საოფისე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესყიდვას ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირი 150 ზ. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, I II V IV სართულებზე.

გამოქვეყნებულია

19 ივნისი, 2026

ძალაშია

23 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქალაქ ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის) შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქალაქ დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N84-ში მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქალაქ დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N84-ში მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

19 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად